×
აბაზანა
ჩანთები
საპონი
სამზარეულო
ცხოველები
საკანცელარიო
ვაუჩერი
  • ჩვენ შესახებ

    "თითოეული ნაბიჯი ტოვებს ნაკვალევს,

    თითოეულ არჩევანს მნიშვნელობა აქვს.."

     

    დღეს, კონსიუმერიზმის ეპოქაში, ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასასგან დამზადებულ ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში, ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება.

    პლასტმასას წარმოება 1950-იან წლებში დაიწყო. მისი ნარჩენის მხოლოდ 9% გადამუშავდება, დანარჩენი 91% კი საუკუნეები რჩება გარემოში. ყოველწლიურად ნაწარმოები პლასტმასას რაოდენობა 300 მილიონ ტონას უტოლდება.

    სწორედ ნარჩენის შემცირებისა და პლასტმასასგან დამზადებული ნივთების ბუნებრივი ალტერნატივებით ჩანაცვლების მიზნით გაერთიანდნენ ადამიანები მსოფლიოდან, ნული ნარჩენის კონცეფციის გარშემო.

    ნული ნარჩენი (zero waste) – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ თითქმის ნულამდე იქნას ნარჩენის რაოდენობა დაყვანილი.

    ყოველდღიურ ცხოვრებაში ნული ნარჩენის მიღწევა რეალისტური და მიღწევადია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯი და ერთი არჩევანიც გადამწყვეტი და შედეგის მომტანია.

    ნული ნარჩენის კონცეფცია უდევს საფუძვლად „ზერო ეფექტის“ სივრცის შექმნას. სივრცეში ინტეგრირებულია ყოველდღიური მოხმარების პლასტმასასგან დამზადებული ნივთების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი ალტერნატივების მაღაზია, რომლის მიზანიც ნარჩენის მინიმუმამდე დაყვანაა.

    „ზერო ეფექტი“ - საქართველოში ნული ნარჩენის კონცეფციის პირველი სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად. საქართველოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

    კომპანია ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს მოტივაციას დაამზადონ გარემოსთან მეგობრული პროდუქცია, შემდეგ კი განათავსონ „ზერო ეფექტის“ სივრცეში.

    „ჩვენ გვჯერა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების და იმის, რომ ჩვენი გავლენა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს გარემოზე. ჩვენ გვჯერა. რომ მომავალი არის მწვანე და არა პლასტმასას.“

    „ზერო ეფექტის“ სივრცე ცხოველებთან მეგობრულია, შეგიძლიათ მაღაზიას ეწვიოთ თქვენს შინაურ ცხოველებთან ერთად.