×
აბაზანა
ჩანთები
საპონი
სამზარეულო
ცხოველები
საკანცელარიო
ვაუჩერი

მაკიაჟის მოსაშორებელი ჰიდროფილური ზეთი

35
დეტალური აღწერა:

მაკიაჟის მოსაშორებელი, სახის უნიკალური დასაბანი საშუალება.

ჰიდროფილური ზეთი სასარგებლოა როგორც მშრალი, მგრძნობიარე, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, დაბანის შემდეგ კანზე არ რჩება ცხიმიანობის შეგრძნება. აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აშუშებს ანთებით პროცესს, ღრმად წმენდს ფორებს შავი წერტილებისა და დაგროვილი ცხიმის საცობებისგან, ავიწროებს ფორებს, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას.

შემადგენლობა:
ხორბლის თავთავების, ჟოჟობასა და ქოქოსის ზეთი, პოლისორბატი, ეთერზეთების ნაკრები.

მოხმარება:
სუფთა მშრალ ხელზე დაისხით ზეთის მცირე რაოდენობა, დაიტანეთ მშრალ სახეზე, თითების მსუბუქი მოძრაობით 30 წამის განმავლობაში დაიმუშავეთ სახის კანი და თვალების მიდამოები. შემდეგ გაიმეორეთ იგივე სველი ხელით, წყალთან შეხებით კანზე წარმოიქმნება მსუბუქი კოსმეტიკური რძე, რომელიც დამატებით ასუფთავებს და ატენიანებს კანს.

◾️მცენარეული ზეთები აძლიერებს წარბებს და წამწამებს და ასტიმულირებს მათ ზრდას.
◾️მწვანე ემულგატორი წყალთან კონტაქტის დროს გარდაიქმნება მსუბუქ კოსმეტიკურ რძედ.
◾️ჰიდროფილური ზეთი მარტივად ხსნის და აცილებს ყველა სირთულის მაკიაჟს. ასუფთავებს ფორებში ჩამჯდარ ცხიმს, შესაბამისად, ამცირებს ანთებით პროცესებს, ხდის კანს სუფთას, გლუვსა და ერთგვაროვანს.
◾️ჰიდროფილური ზეთის გამოყენებისთვის არ დაგჭირდებათ ბამბის ფირფიტები და სხვა დამატებითი საშუალებები (less waste), რაც ასევე კომფორტულს ხდის დემაკიაჟის პროცესს და ამცირებს მის დროს.
 

გაზიარება:

ფასი
35